გაერო: უკრაინაში 3627 ადამიანი დაიღუპა

  გაერო უკრაინის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულების და დაზარალებულების შესახებ ახალ მონაცემებს ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, კონფლიქტის შედეგად 3627 ადამიანი დაიღუპა, 8446 კი დაიჭრა. ეს მონაცემები გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველოს ანგარიშშია გამოქვეყნებული.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები, სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, გრძელდება. გაეროს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერებმა გაეროს თანამშრომლებს უკრაინის აღმოსავლეთით დაზარალებულებთან წვდომის გარანტია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები