ჰონგ-კონგში სტუდენტებზე თავდასხმაში მონაწილე მაფიის წევრები დააპატიმრეს (ფოტოკოლაჟი)
ჰონგ-კონგში საიდუმლო დანაშაულებრივი ორგანიზაციის „ტრიადის“ 8 წევრი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების მონაწილეებზე თავდასხმების სერიები განახორციელეს. საერთო ჯამში დაკავებულია 19 ადამიანი.
უცხოური პრესის ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების ბრალდებები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეების ცემის უკან ხელისუფლება დგას, უარყო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჰონგ-კონგში აქტივისტებზე თავდასხმების გამო საპროტესტო აქციის ლიდერები ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლით დაემუქრნენ.