აშშ-მ რუსეთს სავაჭრო შეღავათები გაუუქმა
ობამამ კონგრესს რუსეთისთვის სავაჭრო შეღავათების გაუქმების შესახებ ამცნო. უცხოური პრესის ცნობით, აშშ-მ რუსეთი განვითარებადი ქვეყნების სიიდან გარიცხა. ქვეყნები ამ სიის მიხედვით პრეფერენციის გენერალური სისტემის ფარგლებში შემცირებულ საბაჟო ტარიფებს იყენებდნენ.
„ეკონომიკურ განვითარებაში რუსეთმა საკმაოდ წინ წაიწია და სავაჭრო კონკურენტუნარიანობა გაზარდა, შესაბამისად, მიზანშეწონილია რუსეთის განვითარებად ქვეყანა-ბენეფიციარად მოხსენიება შევწყვიტოთ“, – ნათქვამია ბარაკ ობამას განცხადებაში