“სცენაზე ვიდექი და მითხრეს, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, „გუგლში“ ჩავწერე და ამომიგდო ნონა ქურდოვანიძის პოსტი” – ალეკო ელისაშვილი

“სცენაზე ვიდექი და მითხრეს, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, „გუგლში“ ჩავწერე და ამომიგდო ნონა ქურდოვანიძის პოსტი”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება იქამდე იცოდა, სანამ მოსამართლე მას გამოაცხადებდა.

„წინასწარ არ ვიცოდი. სცენაზე ვიდექი, იქ მითხრეს, თეთრიწყაროს სასამართლომ მიიღო საინტერესო გადაწყვეტილებაო. „გუგლში“ ჩავწერე თეთრიწყაროს სასამართლო და ამომიგდო ნონა ქურდოვანიძის პოსტი, რომელიც შემდეგ „ინტერპრესიუსზეც“ იდო. ამ პოსტში ეწერა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე, სახელი და გვარი არ ეწერა. ეგ იყო და ეგ. საიდან მოიტანეთ, რომ წინასწარ ვიცოდი. საერთოდ არ ვიცოდი, ის ხუჭუა ქალი იყო თუ კაცი, ხუჭუა რომ იყო გვარად, ისიც არ ვიცოდი. ნონა ქურდოვანიძის პოსტი წავიკითხე, მორჩა და გათავდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, 13 საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები