“საერთაშორისო პარტნიორებს მოუწევთ, გადახედონ თავიანთ განცხადებებს და ნახონ რეალობა, რომ არჩევნები შედგა ქვეყანაში, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა მეოთხე საპარლამენტო არჩევნებში, რის შემდეგაც გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ისე – სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ურთიერთობებს შედეგები მოჰყვება.
„მოვლენები, რაც განვითარდა ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონის მიღება, შემდეგ ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით, ის ნიაღვარი, ნეო-ლიბერალური შეხედულებები, რაც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოდიოდა, ბუნებრივია ამას გაგრძელება აქვს და არ იქნება მარტივად გადალახული ერთ-ორ დღეში. პროცესი დაგვანახებს, რომ ისინიც აღმოჩნდებიან მარგინალურ მხარეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა არ უჭერს მხარს. მოუწევთ მათ, გადახედონ თავიანთ განცხადებებს და ნახონ რეალობა, რომ არჩევნები შედგა ქვეყანაში, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა მეოთხე საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო მყარი უმრავლესობა. ამის შემდეგ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე. რასაც მოჰყვება მერე შედეგები“, – აღნიშნა აბაშიძემ.