ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ესენი შემოვლენ ისევ პარლამენტში და დასკუპდებიან, ეს კინო ნანახი გვაქვს ყველას
“თავის პატრონებს მისცეს გარანტია დაფინანსების პირობებში, რომ აქ მუხტს აწევდნენ და სარევოლუციოდ ნიადაგს მოამზადებდნენ, არ გაჰყვა ხალხი. ახლა ცდილობენ ეს ხალხი დაღალონ, იმიტომ რომ ხალხი სთხოვს, რომ დადექით და გვითხარით გეგმა, თუ გაყალბდა დაამტკიცეთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტში შევა, ისე როგორც ეს 2020 წელს მოხდა.
„პრეზიდენტმა განაცხადა, მადამ მავნებელი, რომ გვყავს გაყალბდაო, აბა დაამტკიცე და არაო მე ვთქვი და თქვენ დაამტკიცეთო. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე.
დამთავრებულია, არჩევნები შედგა და ახლა ცდილობენ, როგორმე შევიდნენ პარლამენტში. ამის მცდელობა აქვთ, რომ ხალხი დაღალონ, რომ თქვან, რომ არ მოდის ხალხი მიტინგებზე.
თენგომ იცის მარტო სიმართლე და თენგო არ ჩანს, თენგო იმალება. თენგოები არიან ესენი ყველანი. მცდელობა აქვთ რამენაირად პარლამენტში მოხვდნენ ლეგიტიმაცია მიიღონ თავისი ამომრჩევლებისგან. და მე იმ ახალგაზრდებს მინდა მივმართო. შეეშვით მეგობრებო, დაუბრუნდით სასწავლებელს, დაუბრუნდით თქვეს საქმიანობას. ესენი შემოვლენ ისევ პარლამენტში, დასკუპდებიან და მერე დაიწყებენ აბა, ხელფასი ჩაგვირიცხოს და იმ მანქანებზეც დასხდებიან რომელიც არ უნდოდათ. ეს კინო ნანახი გვაქვს ყველას. 2020-ში ვინც შევა პუფი იქნებაო და კი დასხდნენ პუფები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.