დავით ქართველიშვილი: ბულგარეთში, ლიეტუვაში, მოლდოვაში და პოლონეთში გამართული არჩევნების დამკვირვებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რომ ყოფილიყო ჩასული, არჩევნების შედეგებს გააუქმებდა
„ამერიკასა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედარება შეურაცხმყოფელია ჩვენთვის,” – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია ტრენინგები ჩაუტაროს პოლონეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, ლიეტუვის
და აშშ-ს საარჩევნო ადმინისტრაციებს და ეს მაშინ, როცა ეს ქვეყნები საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
„ბულგარეთში, ლიეტუვაში, მოლდოვაში და პოლონეთში გამართული არჩევნების დამკვირვებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რომ ყოფილიყო ჩასული, არჩევნების შედეგებს გააუქმებდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნების პარალელურად, ჩვენ ვხედავთ წინასწარი ხმის მიცემის საფოსტო ყუთებში მოთავსებულ ათასობით დამწვარ ბიულეტენს. მათ შორის ისეთ შტატებში, სადაც 100-150 ხმა წყვეტს არჩევნების შედეგების ბედს ორ კონკურენტს შორის.
ის რაც შეიძლება იუპიტერისთვის, არ შეიძლება ჩვენთვის. ხმის მიცემის ფარულობა არ არის დაცული ამერიკაში. რესპუბლიკელთა მომხრეები დღეს პირდაპირი მნიშვნელობით ნებივრობდნენ იმ ლაივებით, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა. ლაივებიდან ჩანს, რომ ამომრჩეველს არ სთხოვდნენ პირადობის მოწმობას, მართვის მოწმობას, ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის მოწმობასაც კი, ეკითხებოდნენ მხოლოდ სახელს, გვარს და ასაკს, რის შემდეგაც აძლევდნენ საარჩევნო ბიულეტენს.
ამერიკასა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედარება შეურაცხმყოფელია ჩვენთვის. ჩვენ შეგვიძლია ტრენინგები ჩავუტაროთ პოლონეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, ლიეტუვის და თვით ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო ადმინისტრაციებს და ეს მაშინ, როცა ისინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.