შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვაპირებთ ეს ქვეყანა ეკონომიკურად უფრო წინ წავწიოთ და მშვიდად გავიყვანოთ ევროპულ გზაზე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” გეგმაა, საქართველოს ეკონომიკურად წინ წაწევა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებაა.

“ქართულ ოცნებას“ ხალხის ახალი მანდატი აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ საარჩევნო გეგმით ეს ქვეყანა ეკონომიკურად უფრო წინ წავწიოთ, ადამიანების ცხოვრების კეთილდღეობის დონე ავწიოთ და მშვიდად გავიყვანოთ ეს ქვეყანა ევროპულ გზაზე. სხვა ქვეყნებს რა გეგმები აქვთ, ჩვენ ვერც განვჭვრეტთ, ვერც ვიფიქრებთ და ვერც ავაწყობთ ამაზე გეგმებს. ჩვენ გვაქვს მილიონ ას ოცი ათასი ადამიანის მიერ მონიჭებული მანდატი და ჩვენი პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის ინტერესებით ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები