გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია და სულ შაბათია – აირია მონასტერი ისედაც არეულ ოპოზიციაში

“ოპოზიცია სად არის, შემიძლია გიპასუხოთ – სადაც იყო პოლიტიკურ ჭაობში და ახლა უფრო ეფლობა შიგნით. ამაზე უფრო მკვახედ საჯარო სივრცეში ვერ ვიტყვი, სად არის ოპოზიცია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“რაც შეეხება მათ გეგმა უგეგმობას, ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია და სულ შაბათია. ვნახეთ, რომ ნიკა გვარამიას კარვების ნაცვლად წარადგინეს მამუკა ხაზარაძის გეგმა, გეგმა ყოფილა მამუკა ხაზარაძე. შესაბამისად, როგორც ჩანს, გაბრაზდა ნიკა გვარამია, რომელსაც კარავი არ უყიდეს და აირია მონასტერი ისედაც არეულ ოპოზიციაში. ეს არის მათი რეალური სახე. თავიანთ თავს სჯობნიან ყოველ დღე. როცა იტყვი, რომ ახლა ისეთი სისულელეები გააკეთეს, იმის მეორე დღეს თავიანთ თავს სჯობნიან, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები