გაეროს უშიშროების საბჭომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ბრიტანელის მოკვლა დაგმო

  გაეროს უშიშროების საბჭომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ბრიტანელი ალან ხენინგის მოკლვლის ფაქტი დაგმო. უშიშროების საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ხენინგისთვის თავის მოკვეთის ფაქტი შემზარავი დანაშაულია, თუმცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ბარბაროსული აქტები საერთაშორისო საზოგადოებას ვერ დააშინებენ. ეს ქმედებები, უშიშროების საბჭოს წევრების აზრით, პირიქით, გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჯიხადისტებმა ბრიტანელ ტყვეს ალან ხენინგს თავი მოკვეთეს. 47 წლის ალან ხენინგი ტაქსისტად მუიშაობდა. ხენინგი „ისლამური სახელმწიფოს „ბოევიკებმა“ სირიაში 2013 წლის დეკემბერში გაიტაცეს იმ დროს, როდესაც ალანს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდა“.
„ჩვენ ბრიტანელ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ალანის, ასევე ჯიმ ფოულის, სტივენ სოტლოფის და დევიდ ხეინსის მკვლელობებში დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები