ოსლომ ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი თქვა

ნორვეგიის დედაქალაქმა, რომელიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის უმთავრესი კანდიდატი იყო, ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი თქვა. თავდაპირველად ოლიმპიადისთვის ექვსი ქალაქი იბრძოდა, თუმცა ოსლოს მსგავსად უკრაინულმა ლვოვმა, პოლონურმა კრაკოვმა და შვედურმა სტოკჰოლმმაც მასპინძლობაზე უარი განაცხადეს. შედეგად საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2022 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის მსურველებიდან მხოლოდ ორი ქალაქი შემორჩა. ესენი არიან ალმა-ათა და პეკინი. გავრცელებული ინფორმაციით, მასპინძლობაზე ოსლოს უარის თქმის მიზეზი სოჭის ოლიმპიადის დანახარჯები გახდა, სადაც ოლიმპიადის მასპინძლობისთვის რუსული მხარის ინფორმაციით 51 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები