დსრ“-ის ლიდერმა დონეცკში რუსი მეომრების ყოფნა აღიარა

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა ანდრეი პურგინმა განაცხადა, რომ დონეცკში რუსი სამხედროები იმყოფებიან. ამ ინფორმაციას „BBC” ავრცელებს. პურგინის სიტყვებით დონეცკში მყოფი რუსი სამხედროების მიზანი ზავის პირობების დაცვაზე თვალყურის დევნებაა. ასევე პურგინის თქმით, რუსი სამხედროები მედიატორების მსგავსად მოქმედებენ, თუმცა OSCE, რომელსაც იგივე ფუნქციის განხორციელება ევალება, რუსი სამხედროების მხრიდან მსგავსი ფუნქციის აღსრულებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები