მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.
სანდუმ ამომრჩეველთა 55%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული “სოციალისტების პარტია” უჭერდა, ხმების 45% მიიღო.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა.