სტრატეგიული კვლევის ისლამურმა ცენტრმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მუსულმანების სია გამოაქვეყნა

იორდანიის სტრატეგიული კვლევის სამეფო ისლამურმა ცენტრმა მსოფლიოს 500 ყველაზე გავლენიანი მუსულმანის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიას სათავეში საუდის არაბეთის მეფე აბდულა იბნ აბდელ აზიზი უდგას. მეორე ადგილს ეგვიპტელი სუნიტი ღვთიმსახური შეიხ ახმად მუჰამად ალ ტაიბი იკავებს. სიაში ასევე მოხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი, უზბეკეთის მუფთი უსმან ალიმოვი და სხვ. შეგახსენებთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 500 მუსულმანის სიას, 2009 წლიდან მოყოლებული იორდანიის სტრატეგიული კვლევის სამეფო ისლამური ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები