პაველ ჰერჩინსკი: წელს საქართველოში ევროპის დღე მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო

“წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის დღე აღინიშნება „ექსპო-ჯორჯიაში“, სადაც მოქალაქეები აღმოაჩენენ ისეთ პროექტებს, რომლებიც მომავლს ქმნიან.

„მალე ეს ადგილი ისე გარდაიქმნება, რომ დაუვიწყარი გახდება. ამ პავილიონში ჩვენი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, თავიანთ კულტურასა და ინოვაციებს, იმას, რაც მათ უნიკალურს ხდის. ამ პავილიონში დაგხვდებათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეცნოთ. უამრავი აქტივობა პატარებისთვის. პირდაპირ ეთერში სცენაზე მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება. გსურთ, გახდეთ ჩვენი ახალი პოდკასტის მონაწილე? წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის. ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო. მე-11 პავილიონში აღმოაჩინეთ პროექტები, რომლებიც მომავალს ქმნიან. აქვე ბაზრობაა, სადაც მეწარმეები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან. იქნება ბევრი ზონა, სადაც ქართული და ევროპული გემოები ერთამენთს ერწყმის. დღის დასასრულისკენ – განსაკუთრებული კონცერტი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. შემოგვიერთდით 9 მაისს „ექსპო-ჯორჯიაში“, ერთად ვიზეიმოთ ევროპის დღე“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები