მამუკა მდინარაძე: ჯერ იძახდნენ ეგზიტპოლში ჩვენ გავიმარჯვეთო და თუ პირადობა ჩამორთმეული ჰქონდა ხალხს და საერთოდ ვერ მივიდნენ, როგორ გაიმარჯვებდნენ – ეს ხომ საერთოდ სისულელეა

“ლოგიკა არ არსებობს. ჯერ იძახდნენ ეგზიტპოლში ჩვენ გავიმარჯვეთო და თუ პირადობა ჩამორთმეული ჰქონდა ხალხს და საერთოდ ვერ მივიდნენ, როგორ გაიმარჯვებდნენ. ეს ხომ საერთოდ სისულელეა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას განცხადებებზე სერიოზული ლაპარაკი არ შეიძლება.

„მაგრამ პირადობის მოწმობის გამორთმევის მასშტაბი წარმოგიდგენიათ?! ჯერ ხომ ლოგიკა არ არსებობს, ეგზიტპოლში ჩვენ გავიმარჯვეთო და თუ პირადობა ჩამორთმეული ჰქონდა ხალხს და საერთოდ ვერ მივიდნენ, როგორ გაიმარჯვებდნენ?! მაგრამ ეგ ხომ საერთოდ სისულელეა, ასეთ ეგზიტპოლებზე ლაპარაკი სერიოზულად საერთოდ არ შეიძლება. მარტო პირადობები კი არა, თუ ეს სიყალბე ერთი მხრივ, ეგზიტპოლებში არ აისახა, მეორე მხრივ, ეგზიტპოლების მონაცემებიც სწორი არ არის, ამაზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ. ახლა პირადობის მოწმობების გამორთმევის მასშტაბზე როცა ლაპარაკობდნენ, ერთი პროცენტი ამით რომ იმანიპულირო, 20 000-ზე მეტ ადამიანზე უნდა გახვიდე და 20 000 ნაციდან, ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს. წარმოგიდგენიათ ხალხს რას აჯერებენ? ხომ ამბობენ 12-14% მოიპარესო, 300 000 ხმაო. ერთი პროცენტი ვიღაცას პირადობის ყიდვით და ჩამორთმევით რომ მოეპარა, უნდა ენდო მათ 20 000 მომხრეს, თან ისე, რომ არცერთი კონკრეტული ფაქტი არ დაიდება. ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება“,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები