მდინარაძე – ოპოზიციაზე: თუ თავმოყვარეობა აქვთ, არ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ თავმოყვარეობა არ აქვთ და შეიძლება შემოვიდნენ კიდევაც
“ჩემი აზრით, ესენი პარლამენტში შემომსვლელები არ არიან. ან არიან, წარმოდგენა არ მაქვს. უფრო მგონია, რომ არ შემოვლენ. ისე, თუ თავმოყვარეობა აქვთ, არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ თავმოყვარეობა არ აქვთ და შეიძლება შემოვიდნენ კიდევაც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძე საარჩევნო ბაზების გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნასაც გამოეხმაურა.
„შემობრძანდნენ, კომისია გავაკეთოთ. გინდათ პარლამენტში, გინდათ გამოძიებაში მივიდნენ, გახსნან ყველა უბანი, ყველა უბანში ჩაჰყვნენ. რომელ უბანზეც 300 ათასზე კი არა 1 კაცზე აქვთ ეჭვი, იმ უბანზე შეიტანონ საჩივარი და ჩაჰყვნენ ბოლომდე. რაც უნდათ, გახსნან, რაც უნდათ, როგორ გახსნან. მე ვინ მეკითხება ბაზების გახსნას? ამას უნდა რაღაც ფორმატი. მათ უნდათ, რომ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს“, – აცხადებს მდინარაძე.