მამუკა მდინარაძე: ხმების ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, ამხელა კონვერტი იმიტომ არის, მელანი რომ გამოვა, კონვერტმა ვიღაცის თვალისგან დაიცვას

“ხმების ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, ის კონვერტი იმიტომ არის, მელანი რომ გამოვა, კონვერტმა ვიღაცის თვალისგან დაიცვას. დათვლის დროს რომ ამოიღებ, კი ბატონო, შეხედავ, რომ მელანი გამოჟონილია, მაგრამ თუ შეაცურებ, როგორც წესი და რიგია… ამხელა კონვერტი იმიტომ ადევს, რომ ფარულობა იყოს დაცული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია “ქართული ოცნების“ ხმებს თავად იპარავდა.

“საკუთარი ნაბოდვარი უკან შეუტრიალდათ. რეალურად რასაც ისინი ლაპარაკობენ, იმასთან არა გვაქვს საქმე. ჩვენ აღმოვაჩინეთ ხმების მოპარვის კონკრეტული ფაქტები. რასაც ისინი აქეთ გვაბრალებენ, თურმე ყველაფერს თვითონ სჩადიან. გვაბრალებდნენ ძალადობას – მათი ჩადენილი ძალადობა დადასტურდა. ხმების მოპარვას გვაბრალებენ და მათ მიერ ჩადენილი ხმების მოპარვა ორ სქემად დადასტურდა. ბოლომდე ჩავყვებით.

რაც კი დაგვაბრალეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ. პირობას ვაძლევთ, მართლა ბოლომდე ჩავყვებით. გამოძიება უნდათ, სიების გახსნა უნდათ – გავხსნათ ყველაფერი როგორც წესი და რიგია. მზად ვართ, ჩავყვეთ ბოლომდე თითოეული უბნის დონეზე. ჩვენ არ მოვეშვებით და ბოლომდე ჩავყვებით ამას თვეები და წელიც რომ დასჭირდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები