ისრაელის იერიშებს ჩრდილოეთ ღაზაში 88 ადამიანი ემსხვერპლა
30 ოქტომბერს, ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაზე ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა, რომელთა შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 88 ადამიანი, მათ შორის ათობით ქალი და ბავშვი, – აცხადებენ ღაზის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების მქონე პაციენტების მკურნალობა ვერ ხერხდება, რადგან ისრაელის ძალებმა შაბათ-კვირას კლინიკაზე რეიდი განახორციელეს და ათობით მედიკოსი დააპატიმრეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო კვირებში ისრაელმა საჰაერო დარტყმები გაახშირა, გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ჩრდილოეთ ღაზაზე და აცხადებს, რომ მისი მიზანია, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული “ჰამასის” მებრძოლების განადგურება.