“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მითხრა, არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც ბევრ დონეზე დამახინჯდაო” – ანჯეი დუდა
“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მითხრა, არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც ბევრ დონეზე დამახინჯდაო”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
დუდა საქართველოში ჩამოსვლას არ გამორიცხავს.
“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მითხრა, რომ არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, არამედ არჩევნების შედეგები ბევრ დონეზე დამახინჯდა. საქართველოს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა აქვს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის სიახლოვეს, ის რუსეთს ესაზღვრება. სწორედ ამიტომ არის ასეთი ბრძოლა. რუსეთს ამ ადგილის მიტაცება სურს“, – განაცხადა დუდამ.