ტიერი მარიანი: „ქართული ოცნებისთვის“ პრორუსულის დაძახება თაღლითობაა
„ქართული ოცნებისთვის“ პრორუსულის დაძახება თაღლითობაა”, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი X-ზე წერს.
მისი შეფასებით, “ქართული ოცნება” საქართველოს პატრიოტთა მოძრაობაა.
„ეს არის საქართველოს პატრიოტთა მოძრაობა, რომელიც უარყოფს ევროკავშირის „ვოუქიზმს“, გლობალიზმს და ბელისიზმს. სწორედ ამიტომ უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მათი ჩამოგდება და სწორედ ამიტომაა ვიქტორ ორბანი მათ მხარდასაჭერად საქართველოში ჩასული“, – წერს მარიანი.