“ინფორმაციისთვის, გუშინ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსტვენდნენ, ვითომ პროევროპელი აქტივისტები” – წილოსანი
“ისე, უბრალოდ ინფორმაციისთვის, რომ იცოდეთ, გუშინ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსტვენდნენ, ვითომ პროევროპელი აქტივისტები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
“კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ მათთვის თავად ევროპასა და ამ ინსტიტუციებზე მეტად დამაჯერებელი ნიკა გვარამიას და ალეკო ელისაშვილის მორალი და ხედვაა.
როგორც ჩანს, ისინი უსაზღვრავენ, ვინ არის ევროპა და ვინ არა”, – წერს წილოსანი.