მარიამ ლაშხი: უნგრეთის მხრიდან გამოწვდილი ხელი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის ევროპის გზაზე

მმართველი გუნდის წევრი, მარიამ ლაშხი საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს ეხმაურება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ორბანის ვიზიტი ქვეყანაში, არა მხოლოდ როგორც ევროპული ქვეყნის ლიდერის, არამედ როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერის. ჩვენ ძალიან კარგ პერიოდში გვიწევს მასთან მეგობრობა. ის გამოწვდილი ხელი, რაც უნგრეთის მხრიდან გვაქვს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის ევროპის გზაზე და საქართველოს ჰყავს ჭეშმარიტი მეგობარი, რომელიც მიიყვანს ქვეყანას ამ კავშირში. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, იმისთვის რომ ვაჩვენოთ ჩვენი მიღწეული შედეგები, ჩვენი მისწრაფება ევროკავშირისკენ“, – აცხადებს ლაშხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები