ლევან მაჭავარიანი: მოვუწოდებთ ISFED-ს, რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ანგარიში
რაღაც ბუნდოვანება დატოვეს და, შესაბამისად, მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ანგარიში,- ამის შესახებ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ISFED-თან დაკავშირებით აცხადებს.
„ძალიან დიდი დრო გავიდა. ოფიციალურ დასკვნას არ ასაჯაროებენ. ჩვენ მათი პოსტი ვიხილეთ – რაღაც პოსტი იყო, რომ კი ბატონო, ვეთანხმებით ცესკოს, ყველაფერი სწორად აქვს დათვლილიო. თუმცა, მაინც რაღაც ბუნდოვანება დატოვეს და, შესაბამისად, მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ანგარიში“, – აცხადებს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, ISFED-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა ორგანიზაცია თავისი შედეგების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს.