არჩილ გორდულაძე: სამწუხაროა, რომ ადამიანები გარეთ დგანან და ითხოვენ იმ არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რომელიც ქართველი ხალხის ნების მიხედვით არის ჩატარებული
ყველამ ნახა, რომ 1 119 000 ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ამას აღიარებს, მათ შორის ეუთოს მისია,- ამის შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი არჩილ
გორდულაძე აცხადებს.
მისი შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნა ხელახლა ჩატარდეს არჩევნები, საკუთარი გამხნევებას ჰგავს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები გარეთ დგანან და ითხოვენ იმ არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რომლებიც ქართველი ხალხის ნების მიხედვით არის ჩატარებული. ყველამ ნახა, რომ 1 119 000 ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ამას აღიარებს, მათ შორის ეუთოს მისია. ეს უფრო ჰგავს საკუთარი თავის და მხარდამჭერების გამხნევების მცდელობას, რომ წაგებულ არჩევნებზე რაღაცნაირად გული გადააყოლონ. არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამხნევება და ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანება“, – აღნიშნა დეპუტატმა.