„112“-მა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო ბანერები განათავსა

 

   „112“-მა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო ბანერები განათავსა.
„112“- ის ინფორმაციით, ბანერების განთავსების მიზანია, რომ მოსახლეობას მარტივად მიეწოდოს ინფორმაცია გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედი ნომრის – „112“ -ის შესახებ.
პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ბანერები რაჭაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში განთავსდა.
„112“-მა საინფორმაციო ბანერების განთავსება რამოდენიმე ეტაპად განახორციელა.
პროექტის პირველ ეტაპზე საინფორმაციო ბანერები ბაკურიანსა და გუდაურში განთავსდა. ხოლო, მეორე ეტაპზე ბანერები ბათუმში, ქობულეთში, სარფში, გონიოში, შეკვეთილში, ურეკსა და მესტიაში დაიდგა.
„112“-ის მიერ საინფორმაციო ბანერების განთავსება მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ და იცოდნენ, სად დარეკონ, როდესაც საჭიროა საპატრულო, სახანძრო-სამაშველო თუ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები