„სტუდენტური სახე 2014″-ის გამარჯვებული SEU-ს სტუდენტი გახდა
ანაკლიაში სასტუმრო “ოქროს საწმისში“ „სტუდენტური სახე 2014″ ჩატარდა. კონკურსში 15 ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. “სტუდენტური სახე 2014″ -ის გამარჯვებული SEU-ს მეოთხე კურსის სტუდენტი ანი მკალავიშვილი გახდა.
ვიცე – გამარჯვებულები კი „გაუს“ სტუდენტი სალომე გლოველი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი ანუკა ჯორბენაძე გახდნენ.
გამარჯვებული სტუდენტი ანი მკალავიშვილი ლონდონში ინგლისური ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსებს გაივლის. უნივერსიტეტმა კი მას „ისი-პარის“ სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.
“ოქროს საწმისში“ გამართული დაჯილდოების ცერემონიალი მუსიკალურად მომღერლებმა: ანი კეკუამ და გიორგი მახარაშვილმა გააფორმეს. საღამოს კი ლიკა ქორქია და კახა მიქიაშვილი უძღვებოდნენ.