საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
ქვეყანაში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
წელს საქართველოში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით.
კენჭისყრის პროცედურა 20:00-ზე დასრულდება.