ზუკა რურუა: მჯერა ჩვენი საზოგადოების და ვფიქრობ, რომ ხვალ ყველა ერთად არჩევანს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის სასარგებლოდ გავაკეთებთ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო პერიოდს აჯამებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

“ხვალ 26 ოქტომბერია – არჩევნების დღე! მინდა მოკლედ შევაჯამო გასული წინასაარჩევნო პერიოდი და ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან საკითხებზე.

პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს, გვისმენდა და თანადგომა გამოხატა ჩვენი გუნდის მიმართ.

ასევე, მადლობა საკუთარი აზრის გამოხატვისთვის და ჩვენთვის გაზიარებისთვის, ეს ყველაფერი გვმატებს ძალას და შემართებას კიდევ უფრო მეტად

დავიხარჯოთ, მოგისმინოთ, თქვენი აზრი გავითვალისწინოთ.

დღევანდელი ვითარება მსოფლიოსა და რეგიონში გვაჩვენებს, რომ მშვიდობა ფასდაუდებელია! მხოლოდ მშვიდობიან გარემოში ხდება შენება, წინსვლა და განვითარება – ამ ყველაფრის გარანტი კი მხოლოდ „ქართული ოცნებაა”!

მე მჯერა ჩვენი საზოგადოების და ვფიქრობ, რომ ხვალ ყველა ერთად არჩევანს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის სასარგებლოდ გავაკეთებთ!”, – წერს რურუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები