ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან მთლიანად გულწრფელობაზეა აგებული

მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი ეუთო/ოდირთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის ურთიერთობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან მთლიანად გულწრფელობაზეა აგებული.

“ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ხშირია ეს შეხვედრები, ინფორმაციების გაცვლა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაწვდით ისეთ ტიპის ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ დარღვევებია, უხეში ჩარევებია და დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოო დასკვნაში ეს ყველაფერი ასახული იქნება. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ და მთელი ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან მთლიანად გულწრფელობაზეა აგებული,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები