ლევან მაჭავარიანი: პირადობის თემებზე, რაზეც დღეს აპელირებენ, შემიძლია დღეში 100 სპექტაკლი დავდგა ასეთი, უბრალოდ, ჩვენ მაგას არ ვკადრულობთ და არასდროს ვიკადრებთ

ყოველი არჩევნების წინ ერთსა და იმავეს იმეორებენ – არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პირადობის თემებზე, რაზეც დღეს აპელირებენ, შემიძლია დღეში 100 სპექტაკლი დავდგა ასეთი, უბრალოდ, ჩვენ მაგას არ ვკადრულობთ და არასდროს ვიკადრებთ,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური NGO სექტორის დღის წესრიგი დაფუძნებულია იმაზე, რომ პოლარიზაცია გააღვივონ საზოგადოებაში და მეტი აჟიოტაჟი გამოიწვიონ.

“ჩვენ მიჩვეულები ვართ – რომ გადახედოთ წინა 12 წელს, ყოველი არჩევნების წინ ერთსა და იმავეს იმეორებენ – არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პირადობის თემებზე, რაზეც დღეს აპელირებენ, შემიძლია დღეში 100 სპექტაკლი დავდგა ასეთი, უბრალოდ, ჩვენ მაგას არ ვკადრულობთ და არასდროს ვიკადრებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, სადაც არანაირი ასეთი ტიპის პრობლემა არ ასახულა და ერთადერთი პრობლემა, რაც ეუთო/ოდირმა იდენტიფიცირება მოახდინა, იყო პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ეს ნამდვილად არსებობს და არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ [ოპოზიციური პარტიები] მხოლოდ რადიკალიზმზე არიან ორიენტირებულები.

წინა რესპონდენტს რომ ვუსმენდი, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” წარმოადგენს, მისი საუბარი ჩვეულებრივი საუბარი არ ყოფილა – ჩხუბობდა. შესაბამისად მათი და მთლიანად, რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური NGO სექტორის დღის წესრიგი დაფუძნებულია იმაზე, რომ პოლარიზაცია გააღვივონ საზოგადოებაში და მეტი აჟიოტაჟი გამოიწვიონ. თუმცა, ყველა ეს ბრალდება ჰაერიდანაა მოტანილი და, მოდი, ჩახედონ ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას,” – განაცხადა დეპუტატმა “რუსთავი ორის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები