ლევან მაჭავარიანი: მშვიდობის კუნძული ვართ – თქვენ არ იცით რის ფასად გვიჯდება ამ მშვიდობის შენარჩუნება

მმართველი გუნდის წევრის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, საქართველო მშვიდობის კუნძულია, ხოლო “ქართული ოცნება” მშვიდობის გარანტი.

მაჭავარიანი მოქალაქეებს მიმართავს, არჩევნებზე ხმის მიცემისას კარგად დაფიქრდნენ.

“მშვიდობის კუნძული ვართ. თქვენ არ იცით რის ფასად გვიჯდება ამ მშვიდობის შენარჩუნება. როდესაც თქვენ მიხვალთ ხმის მისაცემად, კარგად დაფიქრდით, თქვენს უკან დგას თქვენი შვილები, თქვენი მშობლები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობა. ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი არის მხოლოდ “ქართული ოცნება”,- განაცხადა მაჭავარიანმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები