ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: ნებისმიერ დროს, მზად არიან გაწირონ ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ვიღაც გარე პატრონის საერთაშორისო და გლობალური ინტერესი დააკმაყოფილონ

მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ბანერებზე ახალი წარწერების გადაკვრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ დროს, მზადაა გაწიროს ქვეყანა იმისთვის, რომ გარე პატრონის საერთაშორისო და გლობალური ინტერესი დააკმაყოფილოს.

“ისინი რომ უსამშობლოები არიან და მათთვის ქვეყანა რომ მხოლოდ ტერიტორიაა და არა სამშობლო, ეს კარგად მოგვეხსენება. ნებისმიერ დროს, მზად არიან რომ გაწირონ ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ვიღაც გარე პატრონის საერთაშორისო და გლობალური ინტერესი დააკმაყოფილონ. არ ვფლობ ინფორმაციას, ვისი გაკეთებულია ეს გადაკვრა, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენეს იმით, რომ ჩვენ ბანერებზე გადააკრეს რაღაც სისულელე. ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აღშფოთებულიყო ამის გამო და დაერქმია ნაცებისთვის ის სახელი, რა სახელიც მათ უნდა დაერქვათ. მსუბუქ ფორმაშია ის წარწერები გაკეთებული“ – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს. ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები