ლევან მაჭავარიანი – ზურა ჯაფარიძეზე: მისთვის ავტორიტეტი არც მშობელი არ არის, არც პატრიარქი, იგი თავს ქვეყნის პატრიოტად არ მიიჩნევს, შესაბამისად, მისი მხრიდან გაკეთებული რა კომენტარი უნდა იყოს სერიოზული განხილვის საკითხი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შესახებ ზურა ჯაფარიძისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

„მისთვის ავტორიტეტი არც მშობელი არ არის, არც პატრიარქი არ არის და იგი თავს ქვეყნის პატრიოტად არ მიიჩნევს. შესაბამისად, მისი მხრიდან გაკეთებული რა კომენტარი უნდა იყოს სერიოზული განხილვის საკითხი და ბატონ ხაბეიშვილზე რა ვილაპარაკო – ბატონი „ქურქუმალ ვაითი“, რომლის ინტელექტის დონე, მოდით, ყველამ ერთად შევაფასოთ. ასობით ათას ადამიანმა, რომელიც ჩვენ შემოგვიერთდა აქციაზე და ყველას, მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, თუ სად დგას ხალხი, რომ ხალხი დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის, ჩვენი იდენტობისა და კულტურის შენარჩუნების მხარეზე, ეს დაანახა ამ ასობით ათასმა ადამიანმა. და ბატონი ხაბეიშვილის კომენტარი მათთან დაკავშირებით, მოდი, გავატაროთ და კომენტარიც არ გავაკეთოთ”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძემ „ოცნების“ ამომრჩევლები „გამოთაყვანებულებად“ მოიხსენია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა კი „ქართული ოცნების“ ასიათასობით მხარდამჭერს „დაღრეჯილი“ და „ნარკომანი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები