მამუკა მდინარაძე: ხვალ, როდესაც საქართველო მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ სვლას აირჩევს, ძალიან საინტერესოა, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს, ელექტრონულ არჩევნებში 20 თუ 25% გაგვიყალბესო? თუ 30%?

“ხვალ როდესაც თავისი სამშობლოსთვის ქუდზე კაცი გამოვა და საქართველო მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ სვლას აირჩევს, ძალიან საინტერესოა, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს, ელექტრონულ არჩევნებში 20 თუ 25% გაგვიყალბესო? თუ 30%?”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში წერს.

“აგენტურულ პარტიებს პრემიერობის კანდიდატი არ ჰყავს, დელეგატობის კანდიდატები არ ყავს, იმდენად გამარგინალებული ოპოზიციური სპექტრია, ხმა ვის უნდა მისცეს ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, ამისი თქმაც კი “უტყდებათ”, ებღაუჭებიან “ევროპულ” ნარატივს, მაგრამ რომელია ეს ყველაზე ევროპული პარტია ოპოზიციაში, თავი სასაცილოდ რომ არ გაიხადონ, ამასაც ვერ ამბობენ.

ამავე დროს, ევროპელი პენსიონერების ძარცვის კიდევ უფრო მასშტაბური სქემის აღმოჩენაზე იმეორებენ საზეპირო მესიჯს, რომ ესეც რუსული საქმეა. მოკლედ, დავალებული მესიჯებიც აეჭრათ…

წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ ხელისუფლებამ 2% გააყალბა, ბოლოს კი თვითონ აღმოჩნდნენ პარალელური დათვლის მონაცემების გამყალბებლები.

ხვალ კი, როდესაც თავისი სამშობლოსთვის ქუდზე კაცი გამოვა და საქართველო მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ სვლას აირჩევს, ძალიან საინტერესოა, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს, ელექტრონულ არჩევნებში 20 თუ 25% გაგვიყალბესო? თუ 30%?”,- წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები