შალვა პაპუაშვილი: თითქოს და ანონიმური მოქალაქეების სახით თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, მათი ოჯახის წევრებს, 10 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და ეს ფაქტები არ აღწერეს ადგილობრივმა ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის წევრების წინააღმდეგ ე.წ. „აღშფოთებული მოქალაქის კამპანიაზე“ ისაუბრა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებსა და მათ ოჯახის წევრებზე თავდასხმისა და მუქარის10 ფაქტი დაფიქსირდა და ეს ფაქტები არ აღწერეს ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

„ძირითადი დარღვევები რაც გამოვლინდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, კონცენტრირებული ვართ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დარღვევებზე. ეს არის ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიები, რომელიც წარმოებდა.

დავიწყოთ თავიდან, რაც შეეხება ძალადობას და მუქარას. ჩვენ ამ პერიოდში გვქონდა, განსაკუთრებით დასაწყისში იყო პარლამენტის წევრებზე თავდასხმები. გახსოვთ ე.წ. „აღშფოთებული მოქალაქის კამპანია“, რომლის უკან და რომლებიც ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც თითქოს და ანონიმური მოქალაქეების სახით თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. 10 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და სხვათა შორის, ეს ფაქტები არ აღწერეს ადგილობრივმა ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც პერიოდის მხრივ ამ პერიოდს მოიცავენ, თუმცა თვალი დახუჭეს იმაზე, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პარტიული ნიშნით მიდიოდა ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან თავდასხმები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები