შალვა პაპუაშვილი: დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36% პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან, ორგანიზაციების 16% პირდაპირ აწარმოებს კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც, უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36% ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები ან წამყვანი თანამდებობის პირები ან ოპოზიციის აქტივისტები ან ოპოზიციური პარტიების შემომწირველები არიან. ორგანიზაციების 16% კი პირდაპირ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ.

„ამ ორგანიზაციებში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს 36% არის დაკავშირებული ოპოზიციასთან. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები