დავით კეზერაშვილის შავი ფულით დაფინანსებული რევოლუციური გეგმები და ქოლცენტრების მორიგი სკანდალი, რა ინფორმაცია მოიპოვა „ქრონიკამ“

დავით კეზერაშვილის შავი ფულით დაფინანსებული რევოლუციური გეგმები და ქოლცენტრების მორიგი სკანდალი. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებები ორ ქალაქში, ქოლ-ცენტრებს უკავშირდება.

დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილია კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვის, ალექსანდრე ნინუას საკუთრებაში არსებული კომპანია, რომლის საშუალებითაც, შავი ფული რადიკალური ოპოზიციის სალაროებში მიდის.

ალექსანდრე ნინუა კეზერაშვილის მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო და სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. კომპანიაში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. ისინი საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოჰკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები