შალვა პაპუაშვილი: ის რომ პოლარიზებული მედიის გარემოში ხდება რეკლამის არ გაშვება, ხდება საარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლა, ეს და სხვა ფაქტები იმედი გვაქვს სათანადოდ აისახება სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში

რა თქმა უნდა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ყველა ინფორმაციას ვაწვდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ ანგარიშებში ამ ინფორმაციის ნაწილი უკვე ასახულია.

„მაგალითად ის, რომ პოლარიზებული მედიის გარემოში ხდება რეკლამის არ გაშვება, ის რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს არ ესწრებიან, ასევე საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის და სხვა ფაქტები იმედი გვაქვს, რომ სათანადოდ აისახება სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები