შალვა პაპუაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა

,,მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი მოქალაქეებს 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას. მინდა ყველას მოვუწოდო 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, რათა საბოლოოდ გამარჯვებით დავაგვირგვინოთ ეს საარჩევნო მარათონი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები