ჩილეში ახალი ვაქცინა გამოუშვეს, რომელიც ძაღლების 1 წლით სტერილიზაციას გულისხმობს

გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც ძაღლები 1 წლის განმავლობაში სტერილურები იქნებიან.

“ეს არის მსოფლიოში პირველი ამ ტიპის ვაქცინა ძაღლებისთვის. ინექცია ხელს უშლის სექსუალურ ქცევას და რეპროდუქციას, რაც შეუქცევადი ქირურგიული კასტრირების ალტერნატივას გვთავაზობს”, – ამბობენ მისი შემქმნელები.

მკვლევრები 2009 წლიდან მუშაობენ ვაქცინის შემუშავებაზე, რომლის გავრცელება ამ თვეში დაიწყო სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში, ჩილეში.

ის ასტიმულირებს ანტისხეულებს და აჩერებს სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებას ერთი წლის განმავლობაში როგორც მამრ, ისე მდედრ ძაღლებში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდში ძაღლებში სექსუალური აქტივობა და ნაყოფიერება დაბლოკილია.

ძაღლების დროებითი კასტრირების მეთოდი
ჰორმონალური იმპლანტის კანქვეშ შეყვანას გულისხმობს, მაგრამ ამან შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები