“ენ-ბი-სის” ოპერატორი ებოლის ვირუსით დაინფიცირდა
ამერიკული ტელეკომპანია “ენ-ბი-სის” ოპერატორი ებოლის ვირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მას სამკურნალოდ ამერიკაში გადაიყვანენ.
ოპერატორს დაავადების სიმპტომები რამდენიმე დღის წინ აღმოაჩნდა. ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებით, ოპერატორს სამედიცინო ცენტრში უახლოეს რამდენიმე საათში მოათავსებენ, სადაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ის გამოჯანმრთელდეს.
ამ დროისთვის ექიმები ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს ამოწმებენ.