დავითაშვილი – “კონსენტრიქსის” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე: სამართალდამცველები საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან

თბილისში, კომპანია “კონსენტრიქსის” ოფისში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ამ წუთებში ახორციელებენ.

საკითხს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ეხმაურება.

დავითაშვილი განმარტავს, რომ სამართალდამცველების პრეროგატივაა, გაარკვიონ, რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით.

“იცით, რომ აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცველები აწარმოებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს კრიმინალური საქმიანობა. მე დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. შესაბამისად, სამართალდამცველების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ, რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ისინი საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან”, – განმარტავს ვიცე-პრემიერი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ არის დაზუსტებული, რას უკავშირდება საპოლიციო ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები