პუტინმა იანუკოვიჩს მოქალაქეობა მისცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და მის მოკავშირეებს ფარულად მოქალაქეობა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. „იანუკოვიჩის, ფშენოკის და აზაროვის ოჯახებმა პუტინთან მოქალაქეობის გადაცემის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს“, – წერს გერაშენკო. გერაშენკოს ინფორმაციით, მოქალაქეობის გადაცემა ვლადიმერ პუტინის ფარული ბრძანების საფუძველზე მოხდა. მოქალაქეობა „ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის, სამართლის წესრიგის სისტემის და ეკონომიკის დანგრევაში ერთგული სამსახურისთვის ჯილდოს წარმოადგენს“, – წერს გერაშენკო.ვ