მამუკა მდინარაძე: ერთი ტური აქვს პროპორციულ არჩევნებს, მეგობრებო, უნდა მობრძანდეთ ყველანი ამ ერთ ტურში, მეორე ტური აღარ იქნება – რასაც ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ მეორე ტურში, უნდა ვქნათ ახლა, ორ დღეში – 26 ოქტომბერს, ქუდზე კაცი!

ერთი ტური აქვს პროპორციულ არჩევნებს, მეგობრებო. უნდა მობრძანდეთ ყველანი ამ ერთ ტურში, მეორე ტური აღარ იქნება. რასაც ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ მეორე ტურში, უნდა ვქნათ ახლა, ორ დღეში – 26 ოქტომბერს. ქუდზე კაცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„აღმოვაჩინე, რომ ორი რაღაც არ იცის ბევრმა ჯერ კიდევ – ორნაირი საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ და იმის შესახებ, რომ მეორე ტური არ აქვს პროპორციულ არჩევნებს. ერთმა ისეთმა კაცმა მითხრა ჩემს ოთახში, პარტიაში, რომ გული გამისკდა. მეორე ტური პროპორციულ არჩევნებს არ აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ტურში ჩამოანგრიეს ჩვენებმა [„ქართული ოცნების“ მომხრეებმა] ყველაფერი. ეს მეორე ტურიც ახლაა, მესამეც და ყველაფერი ახლაა. ერთი ტური აქვს პროპორციულ არჩევნებს, მეგობრებო. უნდა მობრძანდეთ ყველანი ამ ერთ ტურში, მეორე ტური აღარ იქნება. რასაც ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ მეორე ტურში, უნდა ვქნათ ახლა, ორ დღეში – 26 ოქტომბერს. ქუდზე კაცი!“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები