აშშ ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსეთში იმყოფებიან
აშშ-ში განაცხადეს, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ.
ამასთან, სამხრეთ კორეელმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ, დაახლოებით, უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა.
უკრაინული მხარის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში ყოფნის მიზეზი ომში ჩართვაა, თუმცა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რას აკეთებენ ჯარისკაცები რუსეთში.