უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა თანამდებობა დატოვა,- ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა გაავრცელა.
კოსტინი მას შემდეგ გადადგა, რაც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ თათბირს დაესწრო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს ყველა უწყებაში შემოწმებები მიმდინარეობს, უკრაინის პროკურატურაში კი ძალადობის მრავალი სამარცხვინო ფაქტი დაფიქსირდა.
“ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომ უნდა მოხდეს მკაფიო საკანონმდებლო და ორგანიზაციული ცვლილებები, მათ შორის, აუცილებელია პირადი პასუხისმგებლობაც. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ქვეყნის უმაღლეს რადას ნდობისთვის. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება სწორი ნაბიჯია”- აღნიშნა კოსტინმა.
კოსტინი უკრაინის გენერალურ პროკურორად 2022 წლის ივნისიდან მუშაობდა. მანამდე ის ქვეყნის უმაღლესი რადის დეპუტატი იყო.