3 ოქტომბერი – გერმანიის გაერთიანების დღეა

დღეს, 3 ოქტომბერს, გერმანული ერთობის დღესასწაულია, დღე, როდესაც რეიხსტაგის თავზე გაერთიანებული გერმანიის დროშა აღიმართა. ამ დღეს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის და გერმანული დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანების შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში. ბერლინი კი გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. ამ მოვლენას მოსკოვის შეთანხმება, პირობითი დასახელებით „2+4“ უძღოდა წინ. შეთანხმებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაზე დაწესებული შეზღუდვები უქმდებოდა. გერმანული დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყო. საბჭოთა კავშირის მხრიდან შეთანხმებას ხელი ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა.

10578554_842898862417020_401995863_n

10719282_842898865750353_1312184296_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები