ბოლო 24 საათის განმავლობაში „ბოევიკებმა“ უკრაინელ სამხედროებს ცეცხლი 40-ჯერ გაუხსნეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულ-ტერორისტულმა ჯარებმა უკრაინელ სამხედროებს ცეცხლი ტანკების და რექტიული არტილერიის გამოყენებით 40-ჯერ გაუხსნეს. გარდა ამისა „ბოევიკებმა“ უკრაინელი ჯარების რამდენიმე პუნქტი და დონეცკის აეროპორტის შტურმით აღება სცადეს. უკრაინელი ჯარისკაცების საპასუხო ცეცხლის შედეგად მოწინააღმდეგემ უკან გადაიწია, – წერს უკრაინული პრესა.