დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე: შემიძლია თამამად “ეპოქალური” ვუწოდო. მისი თითოეული ინტერვიუ გვხიბლავს ამ ადამიანის საოცარი გულწრფელობით და საკუთარ სიტყვებზე მაქსიმალური პასუხისგებით

უკანასკნელ ცამეტ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებიდან თუ საჯარო ვრცელი გამოსვლებიდან, რომლებსაც მე შემიძლია თამამად “ეპოქალური” ვუწოდო – დიახ, დღევანდელი იყო რეიტინგულად ყველაზე საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი, ვინაიდან გაკეთებული იყო იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს “დაუძინებელი მეგობრები” გამოვიდნენ მტრობის კომფორტული კულუარული მდგომარეობიდან და დღეს უკვე ნიღაბჩამოხსნილ ღია შეტევაში გადმოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს „იმედთან”.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ 2030 წლამდე განსავითარებელი მოვლენების მოკლე პროგნოზი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირისა და აშშ-ს მომავალსაც მოიცავდა.

„უკანასკნელ ცამეტ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებიდან თუ საჯარო ვრცელი გამოსვლებიდან, რომლებსაც მე შემიძლია თამამად “ეპოქალური” ვუწოდო – დიახ, დღევანდელი იყო რეიტინგულად ყველაზე საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი. ვინაიდან გაკეთებული იყო იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს “დაუძინებელი მეგობრები” გამოვიდნენ მტრობის კომფორტული კულუარული მდგომარეობიდან და დღეს უკვე ნიღაბჩამოხსნილ ღია შეტევაში გადმოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ.

დიახ, დღეს განსაკუთრებულ გარემოში გვიწევს ბრძოლა, როდესაც სამწუხარო პარალელური ვირტუალური სურათი დაუპირისპირეს რეალობას. ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს იმასთან წარმატებული გამკლავება, რისი დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა უკანასკნელ ოც წელიწადში. არც არაფერი არ მოხდება არჩევნებიდან მეორე დღეს. მაგრამ, თუ კონსტიტუციურად და პოლიტიკურად არ გასამართლდნენ ქვეყნის ბოროტი მტრული ძალები, უკრაინაში ომის დასრულებამდე ამ “მეორე დღის” მოლოდინი შესაძლოა ძირგამომთხრელ ყოველდღიურობაში გადაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ “გლობალური ომის პარტიის” შანტაჟმა და სანქციონირებით დაშინებამ ვერ იმუშავა, არ უნდა მოვდუნდეთ – გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგები გვაქვს. ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში და მისი მახინჯი, გაუკუღმართებული ინსტრუმენტები, ლგბტ-პროპაგანდისა თუ მავნებლობის გაუმჭვირვალობის სახით – საბოლოოდ უნდა დავამარცხოთ. საქართველოს და უკრაინის როლი გლობალურ პოლიტიკაში განისაზღვრა 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე, და ეს იყო რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებელი პლაცდარმი, თუნდაც უკანასკნელ ქართველამდე თუ უკრაინელამდე გასათამაშებელი “კარტა”. საქართველომ უკრაინისგან განსხვავებით თავის ამ როლზე უარი განაცხადა და ამიტომაც სჯიან.

ამ ძირითადი, ჯერ კიდევ რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ დამაჯერებელი და გამანადგურებელი გამარჯვება. “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა ეს არის ბიბლიური დავითის გოლიათზე გამარჯვების პროგრამა. ეს არის ქვეყნის ისტორიის უკანასკნელ 12 წელიწადში ახალი ათვლის დასაწყისი – გვეღირსოს რეალური ოპოზიციური სპექტრი და მოგვეცეს ესოდენ მონატრებული “კარგსა და უკეთესს” შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

ბიძინა ივანიშვილის თითოეული ინტერვიუ გვხიბლავს ამ ადამიანის საოცარი გულწრფელობით და საკუთარ სიტყვებზე მაქსიმალური პასუხისგებით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ 2030 წლამდე განსავითარებელი მოვლენების მოკლე პროგნოზი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირისა და აშშ-ს მომავალსაც მოიცავდა. ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობების “გადატვირთვა” მხოლოდ ფსევდოლიბერალიზმის მაქსიმალურად დასუსტების ჭრილში დევს. საქართველო ამ კუთხით თავის წილ ნაბიჯს გადადგამს 26 ოქტომბერს. ამაში დარწმუნებულია ბიძინა ივანიშვილი. მას ქართული საზოგადოება არასდროს მოუტყუებია და მე მჯერა მისი”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები